დღეს, 18 აგვისტოს, აშშ-ში ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები დონალდ ტრამპს შეხვდებიან.
კერძოდ, ზელენსკისთან ერთად აშშ-ში ჩადიან საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი, NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.
ვოლოდიმირ ზელენსკის და ევროპელი ლიდერების შეხვედრის განრიგი თეთრ სახლში თბილისის დროით ასეთია:
- 20:00 – ევროპელი ლიდერები მიდიან თეთრ სახლში;
- 21:15 – დონალდ ტრამპის და ვოლოდიმირ ზელენსკის ორმხრივი შეხვედრა;
- 23:00 – დონალდ ტრამპი შევდება ევროპელ ლიდერებს;
მანამდე, გუშინ, 17 აგვისტოს, ონლაინ გაიმართა უკრაინის მხარდასაჭერად შექმნილი მსურველთა კოალიციის შეხვედრა, რის შემდეგაც შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.
განცხადების თანახმად, მათ განიხილეს უკრაინის მხარდაჭერა და სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდგომი ნაბიჯები ტრამპისა და პუტინის ალასკაზე შეხვედრის შემდეგ.
„მათ ხაზი გაუსვეს მზადყოფნას, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ განალაგონ დაზღვევის ძალები და ხელი შეუწყონ უკრაინის ცისა და ზღვების დაცვას და უკრაინის შეიარაღებული ძალების აღდგენას”. – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებაში წერია, რომ მათ ასევე შეაქეს პრეზიდენტ ტრამპის ერთგულება უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემასთან დაკავშირებით, რაშიც, სხვა ზომებთან ერთად, მსურველთა კოალიცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.
განცხადების მიხედვით, რომ ლიდერებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს უკრაინისადმი მათი უწყვეტი მხარდაჭერა.