დღეს 20:00 საათიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინის მეორე დოზისთვის რეგისტრაცია იწყება

პუბლიკა

დღეს 20:00 საათიდან ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად მოქალაქეების რეგისტრაცია იწყება. აცრა 10 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში მე2 დოზის მისაღებად დარეგისტრირება შესაძლებელია პირველი აცრიდან 4 – 12 კვირის ინტერვალში. ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც პირველი დოზით „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა.

ვაქცინაციის რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/

რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად ცხელი ხაზი – 15 22 ყოველდღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, 09:00 საათიდან 23:00 საათამდე მუშაობს.