30 ივნისის 23:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს, – ამის შესახებ 22 ივნისს უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
„პირველი ივლისიდან გაუქმდება გადაადგილებაზე შეზღუდვა, რომელიც მოქმედებდა 23:00-დან 04:00 საათამდე. პრაქტიკულ განზომილებაში იქნება შემდეგი რამ – 30 ივნისს, ღამის 11 საათიდან შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. შეზღუდვა იქნება 30 ივნისს დილის საათებში, ანუ, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე, ხოლო 30 ივნისის საღამოს 23 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს“, – განაცხადა მან ბრიფინგზე.
21 საათიდან დილის 5 საათამდე მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაადგილების შეზღუდვა ნოემბრიდან იყო დაწესებული.
მიმდინარე წლის მაისიდან გადაადგილების შეზღუდვამ 23 საათამდე გადაიწია. ივნისიდან კი შეზღუდვა 23-დან დილის 4 საათამდე მოქმედებდა.