დღეს 6 პაციენტი დატოვებს კლინიკას კორონავირუსის გარეშე - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ  დღეს დილით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სულ კლინიკაში 114  პაციენტი მკურნალობს, მათგან 86 პაციენტია ინფიცირებული, 7  რეანიმაციულ განყოფილებაშია.

მისი თქმით, რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან 2-ის მდგომარეობა კრიტიკულია, მაგრამ დღეს კლინიკას 6 პაციენტი დატოვებს კორონავირუსის გარეშე.

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და რაოდენობა 485-მდე გაიზარდა. გარდაიცვალა კიდევ ერთი 1 პაციენტი. გამოჯანმრთელებულია 139 პაციენტი.