დღეს ანტალიაში დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება

პუბლიკა

ანტალიაში დღეს უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, დმიტრო კულებასა და სერგეი ლავროვს შორის შეხვედრა გაიმართება.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დმიტრო კულება და სერგეი ლავროვი უკვე ანტალიაში იმყოფებიან.

მოლაპარაკება დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში იგეგმება.

შეხვედრის ინიციატორი თურქეთია.