დღეს აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართება

პუბლიკა

დღეს აშშ-ის სენატში საქართველოს შესახებ იმსჯელებენ. „დემოკრატიის განმტკიცება საქართველოში“ – ამ სახელწოდებით მოსმენას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპის და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტი გამართავს. მოსმენა ადგილობრივი დროით 14:30 საათზეა ჩანიშნული.

სენატის ვებგვერდის მიხედვით, სხდომას ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი წარუძღვება. მოსმენას დაესწრებიან სახელმწიფო მდივნის თანაშემწეთა მოადგილეებიც – ჯორჯ კენტი და კარა მაკდონალდი.

ჯინ შაჰინი ერთ-ერთია იმ სენატორთაგან, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებზე განცხადებებს აკეთებს ხოლმე.