დღეს ჩემს ოჯახს აქვს საკმაოდ რთული დღე, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები აგრძელებენ მორალურ ზეწოლას - ტიკარაძე

პუბლიკა

„ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და, შესაბამისად, ჩემ მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა, რა თქმა უნდა, უნდა იქნას პასუხგაცემული, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემი ოჯახის წევრებს და ჩემს შვილებს, ვთვლი, რომ ეს არის დასაგმობი და ეს არის დაუშვებელი“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძის თქმით, გარკვეული მედიისგან მისი ოჯახი ერთგვარ წნეხს განიცდის, რაც, მისივე შეფასებით, არასწორია.

„მაშინ, როდესაც ქვეყანაში არის ასეთი რთული ვითარება და, ალბათ, ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე რთულ ვითარებაში, დღესდღეობით, იმყოფება ჯანდაცვის სამინისტრო, ჩემს ოჯახზე ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, რასაც ვთვლი, რომ ნამდვილად არასწორია;

ვიაზრებ იმას, რომ ვარ საჯარო პირი და, შესაბამისად, ჩემ მიმართ დასმული ნებისმიერი კითხვა, რა თქმა უნდა, უნდა იქნას პასუხგაცემული, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემი ოჯახის წევრებს და ჩემს შვილებს, ვთვლი, რომ ეს არის დასაგმობი და ეს არის დაუშვებელი.

მნიშვნელოვანია, რომ დღესაც მიმდინარეობს ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე. დღეს ჩემს ოჯახს აქვს საკმაოდ რთული დღე, ვინაიდან გარდაცვლილია ჩემი ერთ-ერთი ოჯახის წევრი და, მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან ოჯახის  ამ მდგომარეობას და აგრძელებენ მორალურ ზეწოლას.

არ ვეხმაურები არც ერთ სიუჟეტს, რომელიც გავრცელდა, ვინაიდან პატივს ვცემ ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლებას და, საჭიროების შემთხვევაში, ყველა კითხვას გაეცემა შესაფერისი პასუხი, მაგრამ ის, რაც დღეს მიმდინარეობს, არის ნამდვილად დასაგმობი საზოგადოებიდან და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება ამას შესაფერის პასუხს გასცემს“, – განაცხადა ეკა ტიკარაძემ.