დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განხცადებით, დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრმა COVAX პლატფორმაზე ვაქცინისთვის გადარიცხა 575 000 დოლარი.
„COVAX პლატფორმაზე დღეს დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გადარიცხა 575 000 დოლარი. მოგეხსენებათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით და დარწმუნებული იყავით, რომ COVAX პლატფორმიდან პირველი პარტია ვაქცინებისა შემოვა ამ თვეში ამ პლატფორმიდან შემოსული ვაქცინის, დიდი ალბათობით Astrazeneca-სი, დაიწყება ამ თვეში. დამიდასტურეს დილით, რომ ფული გადარიცხულია UNICEF-ზე, რომელსაც შემოაქვს ვაქცინა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, გუშინ COVAX პლატფორმიდან მიიღეს შეთავაზება ახალ ამერიკულ Novavax-ის ვაქცინაზე. გამყრელიძე აღნიშნავს, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, ისინი Novavax-თან აწარმოებენ პირდაპირ მოლაპარაკებებს დამატებითი დოზების შემოტანაზე.
„დანარჩენი, რას გამოაცხადებს COVAX-პლატფორმა, არ ვიცი. ვიცი ის, რომ ჩვენ COVAX-პლატფორმიდან გუშინ მივიღეთ შემოთავაზება, რომ მეორე ძალიან პერსპექტიული ვაქცინა, გარდა Astrazeneca-ისა, არის ახალი ამერიკული ვაქცინა Novavax, რომელიც 2 თვის შემდეგ განთავსდება ალბათ პლატფორმაზე. გვეკითხებიან, არის თუ არა მზად საქართველო. ეს არის ახალი ინოვაციური ვაქცინა, რომელსაც საქართველო მიიღებს და გარდა COVAX პლატფორმისა ასევე გვაქვს Novavax-ის მწარმოებლებთან პარალელურად პირდაპირი მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით“.