დღეს დამატებული 6 ახალი შემთხვევის წყარო ცნობილია - ეზუგბაია

პუბლიკა

დღეს დამატებული ახალი 6 შემთხვევის წყარო ცნობილია – ამბობს ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია.

ეს წყარო არის ორი ბოლო შემთხვევა, რომელიც ჩვენ ვიცით – ამბობს ის.

მისი ინფორმაციით, ახალი პაციენტებიდან ოთხი მათგანი გორის ჰოსპიტალშია მოთავსებული, ორი კი – საუნივერსიტეტო კლინიკაში.
________________

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევა 97-მდე გაიზარდა, – მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე აისახა.

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 18 ადამიანი,  კარანტინის რეჟიმში – 4876 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 264.