დღეს, დღის ბოლოდან Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია გაიხსნება - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყება.

მინისტრის განმარტებით, pfizer-ის პირველი დოზით ვაქცინირებული პირები მეორე დოზის გაკეთებას იმ დაწესებულებებში შეძლებენ, სადაც პირველი დოზა გაიკეთეს.

„მოქალაქეს მეორე დოზა შეუძლია ჩაიტაროს და მიიღოს იქ, სადაც გაიკეთა პირველი დოზა. ამდენად, ამ მიმართულებით თხოვნა გვაქვს, რომ პროცედურები იყოს დაცული. დღეს, დღის ბოლოდან გაიხსნება რეგისტრაცია და მიიღებენ შეტყობინებას რეგისტრაციასთან დაკავშირებით. pfizer-ის დოზები გადანახულია, არაფერს ველოდებით. ასე რომ, ვაქცინაცია შეუფერხებლად გაგრძელდება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.