დღეს დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდამჭერ ვირტუალურ სამიტს უმასპინძლებს

პუბლიკა

დღეს დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდამჭერ ვირტუალურ სამიტს უმასპინძლებს – მას დაესწრებიან ევროპული ქვეყნების, ასევე, ევროკომისიის, NATO-ს, კანადის, ახალი ზელანდიისა, ავსტრალიისა და უკრაინის წარმომადგენლები.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, რომელიც სამიტს უმასპინძლებს, აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა უნდა შეწყვიტოს „თამაში” წინააღმდეგ შემთხვევაში, ის დამატებითი ეკონომიკური ზეწოლის პირისპირ აღმოჩნდება.

„მსოფლიომ ქმედებები უნდა იხილოს და არა ცარიელი პირობები. ჩვენ ვერ მივცემთ პრეზიდენტ პუტინს უფლება, რომ ითამაშოს პრეზიდენტ ტრამპის შეთანხმებით. კრემლის მიერ პრეზიდენტ ტრამპის მიერ შეთავაზებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრული უგულებელყოფა მხოლოდ იმას აჩვენებს, რომ პუტინი მშვიდობას სერიოზულად არ უდგება”, – აღნიშნა მან და მიუთითა, რომ თუ რუსეთი მოლაპარაკებებში არ ჩაერთვება, უკრაინის მოკავშირეებს მოსკოვზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება მოუწევთ.

შეხვედრის წინ, სტარმერმა სატელეფონო საუბრები გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გაჰრ სტიორესთან. ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სტარმერმა და მაკრონმა განიხილეს აშშ-ისა და უკრაინის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევა.

სტარმერის განცხადებით, ეს სამიტი იქნება კიდევ ერთი მნიშნელოვანი ეტაპი უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გაძლიერების კუთხით.