დღეს დილით გუმათში ენკას ბაზასთან დაპირისპირება მოხდა

პუბლიკა

დღეს დილით, სოფელ გუმათში ენკას ბაზასთან პოლიციამ აქციის მონაწილეების გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გადასწია და სპეციალური ტექნიკისთვის გზა გაათავისუფლა. ამის ამსახველ ვიდეოს აქტივისტი ლაშა მესხი ავრცელებს:


ვარლამ გოლეთიანის თქმით, ისინი ძირითადად ღამის განმავლობაში ვიყავით მობილიზებული. “ვიცოდით, რომ რაც დავბრუნდით დედაქალაქიდან მათ მომარაგებული ჰქონდათ ტექნიკაც და ყველაფერი რაც სჭირდებოდათ. არ ვიყავით იმ რაოდენობით მობილიზებული, რომ მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა გაგვეწია, ვინც იყვნენ დარჩენილნი, ჩვენი თანამებრძოლები, ადვილად გადაწიეს გზის სავალი ნაწილიდან და შეიყვანეს ტექნიკა” – ამბობს გოლეთიანი.

მისი თქმით ახლა უფრო ბევრი ადამიანი მობილიზდება ენკას ბაზასთანაც და ბარიკადებთანა. “ვფიქრობთ, რომ ხეობას მოვუაროთ მეორე მხრიდანაც, უნდა გავნაწილდეთ და ამისთვის საჭიროა კიდევ უფრო მეტი ადამიანი აქ” – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.