დღეს დილით კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა - რატიანი

პუბლიკა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა, რომ  დღეს დილით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სულ კლინიკაში 114  პაციენტი მკურნალობს, მათგან 86 პაციენტია ინფიცირებული, 7 – რეანიმაციულ განყოფილებაშია.

„სამწუხაროდ, ბატონზე, რომელზედაც გუშინ ვამბობდით, რომ იყო ტერმინალურ მდგომარეობაში, ამ დილით დადგა ბიოლოგიური სიკვდილი. ასაკით 83 წლის, ქრონიკული პათოლოგიებით. ანამნეზში იყო გულის უკმარისობა, მოციმციმე არითმია, ყველა სარქველის ნაკლოვანებით იყო. მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, დღეს დილით დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ლევან რატიანის თქმით, რეანიმაციაში მყოფი 7 პაციენტიდან 2-ის მდგომარეობა კრიტიკული რჩება.