დღეს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 20 მლნ აშშ დოლარი გაყიდა

პუბლიკა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე სებ-მა 20 000 000 აშშ დოლარი გაყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.2035 შეადგინა.

„როგორც არაერთხელ აღინიშნა, ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებს მიმდინარე წლის განმავლობაში უფრო აქტიურად განახორციელებს.

ახლა, როდესაც სავალუტო ბაზარზე არაორდინალური ვითარებაა, ბანკი უზრუნველყოფს ბაზრისთვის საჭირო ლიკვიდობის მიწოდებას როგორც უცხოური, ისე ეროვნული ვალუტით.

შეგახსენებთ, რომ გასულ წლებში ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვებს აგროვებდა და ამ პოლიტიკის სარგებელი დღეს სახეზეა. სწორედ რეზერვების დაგროვების პოლიტიკამ გახადა შესაძლებელი, რომ ამ განსაკუთრებული ვითარების ფონზე, ინტერვენციების საშუალებით, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს დამატებითი სავალუტო რესურსი მიაწოდოს, “- ამბობენ ეროვნულ ბანკში.