ეროვნული ბანკის ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2969 ლარი შეადგინა.
კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3011 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში კი 0.0042 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, კურსი 3.9982 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0032 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0050 ლარი შეადგინა.