დღეს გამოცდაზე ინფიცირების მიზეზით 42 მაგისტრობის მსურველი ვერ გამოცხადდა - გორგოძე

პუბლიკა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფიო გორგოძის განცხადებით, დღეს გამოცდაზე კოვიდ 19-ის დიაგნოზის გამო 59 პირი ვერ გამოცხადდა, მათ შორის 42 მაგისტრობის მსურველი, 12 კი უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მსურველია.

„ისევე როგორც სხვა შემთხვევაშიც, მაგისტრებიც და სპეციალური მასწავლებლების შემთხვევაშიც იმ აპლიკანტებისთვის, რომელთაც დღეს დაუდასტურდათ კოვიდ-19 და ამის გამო არ გამოცხადდნენ გამოცდაზე, დაინიშნება დამატებითი სესია. დღეს ასეთია 59 პირი, მათ შორის, 42 მაგისტრობის, 17 სპეციალური მასწავლებლობის მსურველი“, – განაცხადა სოფიო გორგოძემ.

მისივე თქმით, დღეს დილიდან საგამოცდო პროცესი მაგისტრობის მსურველების ტესტირებით დაიწყო. შუადღის სესიაზე ჩატარდება უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტირება. გარდა ამისა, დღეს გაიმართება დამატებითი სესია აბიტურიენტებისთვის ისტორიაში. მაგისტრობის  12 800 კანდიდატია. საერთო სამაგისტრო გამოცდა 30 ივლისის ჩათვლით გრძელდება.