დღეს გამოვლენილი 13 შემთხვევიდან ყველას წყარო ცნობილია - ამირან გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან ყველას წყარო დადგენილია.

როგორც გამყრელიძე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსთან” ამბობს, ახალი შემთხვევების ნაწილი საკარანტინო ზონებიდანაა, ნაწილი კი უკვე ცნობილი შემთხვევების კონტაქტებია.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებით შემთხვევები 13-ით გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 864-ს შეადგენს. აქედან აქტიური ქეისი 161-ია. გამოჯანმრთელებულია 703 ადამიანი.