„დღეს დადასტურებული 7 შემთხვევიდან 4 ახალი კლასტერია. ეს არ არის შიდა გადადება. ისინი ამერიკიდან ჩამოვიდნენ”. – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელძღვანელმა, მარინა ენდელაძემ უთხრა.
მისივე თქმით, დანარჩენი 3 პაციენტის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
„მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. ისინი იყვნენ თვითიზოლაციაში“. – ამბობს ენდელაძე. მისი ინფორმაციით, აპ პაციენტებიდან 2 ერთი ოჯახის წევრია.
_______________
კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 61-მდე გაიზარდა. დღეს ქვეყანაში 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
დღეისთვის საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 61
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8
- კარანტინის რეჟიმში – 3320
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 235