დღეს ჰუმანიტარული დერეფნები არ იქნება - უკრაინის ვიცე-პრემიერი

პუბლიკა

უკრიანის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის ინფორმაციით, დღეს, 22 აპრილს ჰუმანიტარული დერეფნები არ გაიხსნება. მან მიზეზად მარშრუტებზე არსებული საშიშროება დაასახელა.

„მარშრუტებზე არსებული საფრთხის გამო დღეს, 22 აპრილს, ჰუმანიტარული დერეფნები არ იქნება. ყველას, ვინც ევაკუაციას ელოდება: მოითმინეთ, გთხოვთ, გამაგრდით!“ – წერს ვერეშუკი სოციალურ ქსელში.