დღეს კინოთეატრები გაიხსნა და კინო დიდ ეკრანებს დაუბრუნდა. კინოთეატრების ადმინისტრაციის ინფორმაციით, მუშაობა რეგულაციების დაცვით და 2020 წლის დიდი ფილმებით განაახლა.
„კინოჩვენებები კოვიდ უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს, ყოველი სეანსის შემდეგ სველი წესით სუფთავდება დარბაზები, ხდება სახელურების დეზინფექცია და ასევე სხვა აქტიური შეხების სხვა ზედაპირების. თანამშრომლებს უტარდათ უსაფრთოების ტრეინინგები, დაიწყო და სისტემატიურად გარძელდება მათი ტესტირებაც. კინოთეატრების მთელ ტერიტორიაზე ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები, “- ამბობენ ადმინისტრაციაში.
კინოთეატრების ადმინისტრაცია მაყურებელს მოუწოდებს, რომ ბილეთები ონლაინ kinoafisha.ge და cavea.ge -ს ონლაინ პატფორმებზე შეიძინონ. კინომოყვარულები დარბაზში პირბადეს მხოლოდ პოპკორნის მირთმევის დროს იხსნიან და დისტანციის დაცვით სხედან, თუმცა ოჯახის წევრებს და მეგობრებს 3 ადამიანის შემადგენლობით, შეუძლიათ კინოდარბაზში ერთმანეთის გვერდით დაჯდომა, თუმცა კინომოყვარულთა სხვა ჯგუფთან მათი დისტანცირება მოხდება ოთხივე მხრიდან.
მათივე ცნობით, ფოიეში დაემატა ონლაინ შეკვეთის სპეცალური ტერმინალები, რათა მაყურებელს რიგში დგომა არ მოუხდეს და იმ შემთხვევაში, თუ რიგში დგომა მაინც მოუწევს, ვინმეს კინოთეატრის თანამშრომლები, აკონტროლებენ რომ 2 მეტრიანი დისტანცია არ დაირღვეს.