პირველი საუნივიერსიტეტო კლინიკის დირექტორი, ლევან რატიანი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ დღეს კიდევ დატოვებენ გამოჯანმრთელებული პაციენტები კლინიკას.
„კლინიკაში გვყავს 106 პაციენტი. აქედან ინფიცირებული რჩება 81. დღეს კლინიკიდან ეწერება 9 გამოჯანმრთლებული. პირველადად გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე ტესტის პასუხი და ველოდებით განმეორებით პასუხს.
რაც შეეხება დღეს არსებულ მდგომარეობას კლინიკაში, მინდა, გითხრათ, დადებითი დინამიკაა იმ თვალსაზრისით, რომ უარყოფითი კლინიკა არცერთ პაციენტთან არ ვლინდება. რეანიმაციაში მყოფი პაციენტების მდგომარეობა რჩება სტაბილური“, – განაცხადა ლევან რატიანმა.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სულ ინფიცირებულთა რაოდენობა 511-ია, აქედან 168 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა, 6 – გარდაიცვალა.