დღეს კორონავირუსით კიდევ ერთი ექიმი გორში გარდაიცვალა

პუბლიკა

დღეს დილით გორში, სამედიცინო ცენტრ „გორმედის“ ექიმი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ კლინიკურმა დირექტორმა დაუდასტურა.

როგორც „გორმედში“ აცხადებენ, კოვიდინფიცირებული ექიმი ალადაშვილის კლინიკაში მკურნალობდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო და იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.

ექიმი წლების განმავლობაში ქირურგად მუშაობდა. კლინიკური დირექტორის თქმით, პანდემიის დაწყების დღიდან ის აქტიურად იყო ჩართული კორონავირუსთან ბრძოლაში.


დღეს კიდევ ერთი ექიმი, 63 წლის ტრავმატოლოგი კორონავირუსით გარდაიცვალა ბათუმში . მამაკაცი ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი იყო და ამავე კლინიკაში მკურნალობდა. მას თანმდები დაავადება ჰქონდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4673 ახალი დადასტურებული შემთხვევა. StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 3893 ადამიანი და გარდაიცვალა 36.