დღეს ლუქსემბურგში გერმანიის დელეგაცია საქართველოს საკითხს განიხილავს

პუბლიკა

ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ, საქართველოს საკითხს დღეს EU-ის გენერალურ საქმეთა საბჭოს სხდომაზეც განიხილავენ.

დღის წესრიგის თანახმად, საბჭო სხვა საკითხებთან ერთად შეეხება საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებულ კონკრეტულ გამოწვევებს, მათ შორის საქართველოსა და მოლდოვაში არსებულ ვითარებას. ოფიციალურ ვებგვერდზე მითითებულია, რომ მოახლოებული არჩევნების წინ საქართველოში მიმდინარე პროცესებს გერმანიის დელეგაცია განიხილავს.

გუშინ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოლდოვასა და საქართველოში დაგეგმილი არჩევნები განიხილეს. როგორც უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, მმართველი პარტიის განცხადებები ავტორიტარიზმისკენ გადახვევის სიგნალია.