დღეს მომუშავე 18 ათასი ექიმიდან, აცრილია 7 ათასი - გამყრელიძე

პუბლიკა

„დღეს მომუშავე 18 ათასი ექიმიდან, აცრილია 7 ათასი ექიმი, ანუ 30%“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ამავე დროს უნდა ვიცოდეთ, რომ სამედიცინო პერსონალი პანდემიის პერიოდში ყველაზე ძალიან დაზარალდა. სამედიცინო პერსონალის 33% (ქვეყანაში 65 ათასამდე სამედიცინო პერსონალია) იყო ინფიცირებული. და მოგეხსენებათ, რომ ინფიცირებიდან 120 დღე არის აცრა დაშვებული. ახლა, ამ კვირაში ეს შეიცვლება და ჩამოვა 30 დღემდე. ამიტომ, ყველას შეეძლება უფრო სწრაფად აცრა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ჟურნალისტის შეკითხვას, როდიდან ამოქმედდება ნორმა, რომ ინფიცირებიდან ვაქცინამდე პერიოდი 30 დღემდე შემცირდეს, გამყრელიძე პასუხობს:

„მალე, ალბათ მინისტრის ბრძანებას ამ კვირაში მოეწერება ხელი და მალე იქნება“, – ამბობს გამყრელიძე.