„დღეს პირველი დღეა, რაც პრეზიდენტი არ ამდგარა ლოგინიდან. აქვს ძლიერი სისუსტე. წევს ლოგინში”. – ამ წუთებში მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.
„ორი საათი მაცდევინეს და შემდეგ შევედი. მას ვესტუმრე საკანში, იმიტომ, რომ მას ქვემოთ ჩამოსვლა არ შეეძლო. ის ვერ დგება ლოგინიდან. საუბარიც ოდნავ უჭირს. უყურებს ტელევიზიის გადაცემებს”. – ამბობს ყიფშიძე.
„პრეზიდენტი ძალიან განაწყენებული იყო, რომ მან ვერ ნახა თავისი მეგობარი, ქალბატონი ანა ფოტიგა, ფოტიგა ორი დღის წინ ვნახე და მოვახსენე ყველაფერი”. – თქვა მან.
„ჩვენი პრეზიდენტი ხდება ყოველ დღე უფრო და უფრო ცუდად, შესაძლოა დასარული იყოს მისი სიკვდილი” – ამბობს იგი.
დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 44-ე დღეა.