დღეს ქვეყანაში შუალედური არჩევნები იმართება

პუბლიკა

დღეს, 2 აპრილს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება.

საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს.

შუალედური არჩევნების ჩასატარებლად მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი 3 უბანი და 1 ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი.

არჩევნების გამართვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა, ნინო ლაცაბიძემ რუსთავის მერად არჩევის გამო დეპუტატის მანდატი დატოვა, ხოლო ბათუმში საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“, ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

რუსთავში „ქართული ოცნების“ სიით კენჭს ირაკლი შატაკიშვილი იყრის.

ოპოზიციიდან მის კონკურენტად თავდაპირველად „ლელოს“ ლიდერი ბადრი ჯაფარიძე დარეგისტრირდა, ომის დაწყების შემდეგ მან თავდაპირველად არჩევნების გადადება მოითხოვა, შემდეგ კი მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

ბათუმში არჩევნებში მონაწილეობს ენმ-ის გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის შვილი იღებს. არჩევნებში გამარჯვებული საკრებულოში უმრავლესობის ბედს გადაწყვეტს. „ოცნებიდან“ ბათუმის არჩევნებში დეპუტატობის კანდიდატია რამაზ ჯინჭარაძე.