დღეს რომ 15 ათასზე მეტია დაფიქსირებული, რეალურად 3-4-ჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში „ომიკრონის“ ცირკულაცია მოიმატებს, შემთხვევათა რაოდენობა გაიზრდება.

„დღეს რომ 15 ათასზე მეტია დაფიქსირებული, ეს გამოვლენილი შემთხვევებია, მაგრამ რეალურად უნდა ვიანგარიშოთ, რადგან დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს დაახლოებით 20%-ის ფარგლებში, 3-4-ჯერ მეტი უნდა ვიანგარიშოთ. ეს არის სწორედ ის კლინიკური ფორმები, რომელიც თითქმის უსიმპტომოდ აქვთ ადამიანებს ან მცირე სიმპტომებით მიმდინარეობს

მათთვის რეკომენდაციაა, რაც მთავარია, უნდა იყვნენ სახლში.  არა ვარ დარწმუნებული, რომ ყველა სახლშია. მთავარი გზავნილი უნდა იყოს – თუ გეწყება რესპირაციული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, – ხველა, თავის ტკივილი, სურდო, ყელის ტკივილი, ტემპერატურის მომატება – ამ შემთხვევაში არ არის საჭირო, რომ რამდენიმე ადგილზე დაიტესტოთ და დარწმუნდეთ, გაქვთ თუ არა ვირუსი ან რომელი შტამი გაქვთ, ანუ, დიდი ალბათობით, რადგან 90% ცირკულირებს „ომიკრონი“, დარჩეთ სახლში, დაურეკეთ 112-ს და ოჯახის ექიმის მეშვეობით მართოთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.