დღეს რომ არჩევნები ტარდებოდეს - ოცნება 33%, ენმ - 25%, საქართველოსთვის - 10% | Edison Research- ის კვლევა

პუბლიკა

ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით კვლევითმა კომპანია Edison Research-მა კვლევა ჩაატარა. ტელეკომპანია კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე – დღეს რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – Edison Research-ის გამოკითხვის შედეგებით, ალოკაციით, პარტიული რეიტინგები ასე განაწილდა:

  • ქართული ოცნება – 33%;
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 25%;
  • საქართველოსთვის – გიორგი გახარია – 10%;
  • ლეიბორისტული პარტია – 6%;
  • გირჩი – მეტი თავისუფლება (ზურაბ ჯაფარიძე) – 4%;
  • ლელო – 3%;
  • ხალხისთვის – ანა დოლიძე – 3%;
  • პატრიოტთა ალიანსი – 3%;
  • მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი – 2%;
  • ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 2%;
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 2%;
  • ერი – ლევან ვასაძე – 2%;
  • დროა – ელენე ხოშტარია – 1%;
  • მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი – 1%;
  • სხვა – 2%;

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა „ფორმულას“ დაკვეთით საერთაშრისო კვლევითმა კომპანიამ Edison Research-მა ჩაატარა.

კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით გამოიკითხა შემთხვევითი შერჩევით შერჩეული საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. კვლევა 13 აგვისტო – 5 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. შედეგების ცდომილება +/- 3%-ია.