ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაია თქმით, დღეს გამოვლენილი 5 ახალი შემთხვევა ლაბორატორიული კვლევით ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურდა.
ხუთივე შემთხვევა დაკავშირებულია აშშ-სთან და ისინი იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში. მისივე თქმით, დღეს ინფექციურ საავადმყოფოში მე-9 გამოჯანმრთელებული პირი დატოვებს.
“ქვეყანაში ამ ეტაპზე 66 დადასტურებული შემთხვევაა. ამ შემთხვევებიდან 40 ჩვენს ცენტრში დადასტურებული შემთხვევაა. 40-დან 5 ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა ჩვენთან. 40 დადასტურებულიდან 8 არის გამოჯანმართელებულია. დღეს კიდე ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს ცენტრს და გვეყოლება 9 გამოჯანმრთელებული”, – განაცხადა ეზუგბაიამ. მისივე თქმით, ხუთი ახალი შემთხვევა აშშ-სთან არის დაკავშირებული და ყველა მათგანი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 66 დადასტურებული შემთხვევაა.