დღეს სახელმწიფო ძლიერია და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ 2003 წელია | ღარიბაშვილი

პუბლიკა

მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით დღეს პრემიერ-მინისტრმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილის მიზანია დესტაბილიზაცია, ის მსჯავრდებულია და ჩამოსვლისთანავე დააკავებენ.

„სააკაშვილის ერთადერთი ამოცანა და მიზანი არის ჩვენი ქვეყნის არეულობა, დესტაბილიზაცია და ქაოსის შემოტანა. ერთადერთ მისი მიზანი ძალაუფლების დაბრუნებაა. დღეს სახელმწიფო ძლიერია და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს არის 2003 წელი. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა აგებს კანონის ფარგლებში პასუხს.

დაუშვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გამოაგდეს და ჩამოვიდეს. რა უნდა მოხდეს? კანონის აღსრულებას ვერავინ შეეწინააღმდეგება ამ მიწაზე. რა თქმა უნდა სააკაშვილი მსჯავრდებულია. ის იმსახურებს ციხეს. ამას გარდა, ის მოწოდებები, რომ ხალხი გამოვა და დამიცავს არის სიყალბე. რისი თავი აქვს მაგ საცოდავს? 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ რამდენი მხარმდაჭერის მობილიზება შეგვიძლია“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.