დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე - ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ დღეს პენიტენციური სისტემა ყველა პატიმარზე თანაბრად ზრუნავს.

„მთავარი არხის“ შეკითხვის საპასუხოდ მინისტრმა წინა ხელისუფლება გაიხსენა და განაცხადა, რომ მაშინდელისგან განსხვავებით დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი, მიაწოდოს პატიმარს ნებისმიერი მომსახურება, რაც მას დასჭირდება.

„დღეს ქართული სახელმწიფო, პენიტენციური სისტემა ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე, ნებისმიერი პატიმრის უფლებების დაცვაზე.

თქვენი უფროსების მმართველობის დროს არ იყო ასეთი დამოკიდებულება, იყო რადიკალურად განსხვავებული სურათი და დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი, რომ იზრუნოს ნებისმიერ პაციენტზე და თუ საჭიროებაა, სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოს და ასევე იმ პირობებით და ინფრასტრუქტურით, რაც პატიმრისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მინისტრმა.