დღეს საქართველოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევა

პუბლიკა

დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს ეწვევა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროპული საბჭოს ოფიციალურ გვერდზე ვკითხულობთ. ვიზიტის ფარგლებში, მიშელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან.

შარლ მიშელი ასევე შეხვდება ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. გარდა ამისა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი გაემგზავრება საოკუპაციო ხაზთან, რათა პირადად გაეცნოს ადგილზე არსებულ ვითარებას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში დღეს ჩამოვა, ოფიციალურ შეხვედრებს ხვალ გამართავს, ხოლო ქვეყანას ორ მარტს დატოვებს. საქართველოს შემდეგ, შარლ მიშელი ასევე ეწვევა მოლდოვასა და უკრაინას.