დღეს საქართველოში კორონავირუსისგან 796 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. ქვეყანაში COVID-19-ის 3 072 აქტიური შემთხვევა რჩება.
30 სექტემბრის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. განახლებული მონაცემებით, გამოვლინდა კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა.
განახლებული მონაცემები:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 6192;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 3120;
- მათ შორის გარდაცვლილი – 37;
- კარანტინის რეჟიმში – 5445;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1000;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.
მარინა ენდელაძის განმარტებით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობის ინტენსიურ მატებაში „არაფერია გასაკვირი“.
„დრო გავიდა, უკვე რამდენი ხანია, რაც დაიწყო შედარებით ინტენსიური მატება, ამდენად გავიდა დრო და პაციენტები გამოჯანმრთელდნენ, არაფერია გასაკვირი“, – თქვა მან.