დღეს, 20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსით 15 პაციენტი გარდაიცვალა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. განახლებული მონაცემებით გამოჯანმრთელდა კიდევ 328 პაციენტი, ხოლო დაინფიცირდა კიდევ 1194 ადამიანი.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 19857;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 8666;
- მათ შორის გარდაცვლილი – 158;
- კარანტინის რეჟიმში – 6407;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 2862;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1420;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.