დღეს, საქართველოში გამთენიისას რამდენიმე მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი დმანისის მახლობლად, სოფელ სამებასთან იყო. ასევე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან.
სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყველაზე ძლიერი 4.8 (ml) თბილისის დროით 07:36 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა. შემდეგ მეორე მიწისძვრა თბილისის დროით 09:10 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან იყო – 4.7 (ml).
ამას მოჰყვა კიდევ რამდენიმე მიწისძვრა, თბილისის დროით 09:18 საათზე კვლავ სოფელ სამებასთან მოხდა 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. შემდეგ კვლავ განმეორდა მიწისძვრა თბილისის დროით 10:14 საათზე, საქართველო-სომხეთის სასაზღვრო ზოლთან 3.1 (ml) მაგნიტუდის სიდიდის.