დღეს თბილისში კორონავირუსით ორსული ქალი გარდაიცვალა

პუბლიკა

ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დღეს, 18 აგვისტოს ორსული ქალი გარდაიცვალა – ინფორმაცია ამის შესახებ „პუბლიკას“ კლინიკის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

საქართველოში ბოლო 24 სააში კორონავირუსის 5 914  შემთხვევა გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი. ხოლო გასულ დღე-ღამეში გამოჯანმრთელდა 3316 პირი.