დღეს უკვე მეგაფონით დასცინეს სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს - პაპუაშვილი

პუბლიკა

„დღეს, კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მეგაფონით დასცინეს სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს“, – წერს სოციალურ ქსელ Facebook-ში „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი.


„ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში, თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს.