აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ დღეს, 26 აგვისტოს აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დაბრუნდნენ.
„დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ – აზერბაიჯანელები ქალაქ ლაჩინში დავბრუნდით. აზერბაიჯანის არმია ქალაქ ლაჩინში განლაგდა. სოფელი ზაბუჰო და სუსი აღებულია კონტროლქვეშ. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ვულოცავ ყველა ლაჩინელსა და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!“, – წერს ალიევი.
ლაჩინი 1992 წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლქვეშ იყო.