დღევანდელი აქცია არის ენმ-ის აქცია, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი - კალაძე

პუბლიკა

„დღევანდელი აქცია არის „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია, ყველაფერს უნდა დავარქვათ თავისი სახელი“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

„ ხალხი ყველაფერს ხედავს, ყველაფერს ხვდება. ვინმეს თუ ჰგონია, რომ რაიმე პროპაგანდით საზოგადოებას შეცდომაში შეიყვანენ, ძალიან ცდებიან. საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წლიდან მოყოლებული ყველაფერი გააკეთა. ყველა წარმატება, ევროპის მიმართულებით, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია, ეს არის ასოცირების ხელშეკრულება, ვიზალიბერალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, არის ხელისუფლების გაკეთებული საზოგადოებასთან ერთად, რომელიც დღეს მართავს საქართველოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დღეს თბილისსა და რეგიონებში აქცია სახელწოდებით „შინ – ევროპისკენ“ იმართება.