დღევანდელი დღიური მაჩვენებელი ყველაზე მეტია, რაც გვქონია - გამყრელიძე ახალ 38 შემთხვევაზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „რუსთავი2-თან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ საქართველოს კორონავირუსის დღიური მაჩვენებლებიდან დღეის მონაცემი რეკორდულია.

„ჩვენთან, საქართველოში დღეისთვის გვაქვს 1548 დადასტურებული შემთხვევა. დღეს გვქონდა 38 ახალი შემთხვევა, რომელიც ყველაზე მეტია, რაც გვქონია. აპრილში გვქონდა 34 შემთხვევა ერთ დღეს და ყველაზე მეტია დღეს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში გამოვლენილი 38 ახალი შემთხვევიდან 22 შემთხვევა ბათუმში მდებარე საკონდიქტრო „დონას“ კლასტერიდანაა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ ბათუმში მდებარე საკონდიტრო „დონაში“, ჩაიტარონ ტესტირება, რომელიც მათთვის უფასო იქნება.