დღევანდელი დილის დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში არის 5.8% – გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის,ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვირუსის გავრცელების დღევანდელი დილის დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში 5.8%-ია.

„ზოგადად, ქვეყანაში სტაბილიზაცია გრძელდება. დღევანდელი დილის დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში არის 5.8%, ბოლო 3-4 დღეა, ეს დადებითობის მაჩვენებელი მერყეობს 4-სა და 6-ს შორის. ბოლო 7 დღის 6%-ია, ამასაც კლების დინამიკა აქვს. მოგეხსენებათ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ, რამდენად მდგრადია დინამიკა დადებითობისა, ბოლო 14 დღეში არის, 7.1, იანვარი მთლიანად 24 დღე 9.4%“, განაცხადა გამყრელიძემ.

ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ინდიკატორია შეზღუდვების შემსუბუქებისთვის და გულისხმობს, თუ რამდენია ქვეყნის მასშტაბით ვირუსზე ტესტირებულებიდან დადებითი სტატუსის მქონე.

გახარიას თქმით, როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქსა თუ ცალკეულ რეგიონში ჩამოსცდება 4%-ს, შესაძლებელი გახდება, გახსნის უკვე წარდგენილი გეგმა  დაჩქარდეს.