საქართველოს პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელი ღირსების მარშის ორგანიზატორების უკან დგას რადიკალური ოპოზიცია სააკაშვილის მეთაურობით.
„ისინი უკეთებენ ორანიზებას აღნიშნულ მარშს. მათი მიზანია, ქვეყანაში არეულობის და ქაოსის შემოტანა”, – თქვა პრემიერმა მთავრობის სხდომის გახსნისას.
„როგორც ჩვენს ხალხს, როგორც ჩვენს მოსახლეობას სურს, ისე იქნება ყველაფერი ჩვენს ქვეყანაში”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.