დღევანდელი მონაცემებით, რეინფიცირების 3 შემთხვევაა დადასტურებული - ზახაშვილი

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის ცნობით, დღეისთვის რეინფიცირებაზე 140-მდე საეჭვო შემთხვევაა დაფიქსირებული. 16-მდე შემთხვევაში კვლევა დასრულებულია და მათ შორის 3 შემთხვევაში დადასტურებულია, რომ ნამდვილად რეინფიცირებაა.

„რეინფექციად განისაზღვრება ისეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანის ჭეშმარიტი ინფიცირება ორჯერ, თანმიმდევრულად ხდება, ისე რომ ერთხელ სრულად გამოჯანმრთელდება და მერე მეორეჯერ ხდება ადამიანის ინფიცირება. როგორც ჩანს, ამ ვირუსის მიმართ ვარაუდი, რომ რეინფიცირების შემთხვევები ცოტა ან არ იქნებოდა, მცდარი აღმოჩნდა…დღეისთვის ცნობილია ,რომ რიგ ქვეყნებში სადაც თანმიმდევრული და მიზანმიმართული კვლევები მიმდინარეობს რეინფექციის შემთხვევები შეიძლება იყოს კიდევ უფრო მეტი. ფაქტია რომ ამ ვირუსით შესაძლოა ადამიანი რამდენჯერმე დაავადდეს და ყველას მოგიწოდებთ ყურადღებისკენ“, – განმარტა ზახაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე.