დღიურ რეჟიმში საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი PCR-ტესტი – ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დღიურად  საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი PCR-ტესტი. მინისტრ ტიკარაძის განცხადებით, ამის საშუალება ქვეყანაში არის და ყველა რისკჯგუფში, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ გაიდლაინშია გათვალისწინებული, იწარმოებს გაფართოებული ტესტირება.

„საქართველოს დღესდღეობით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი პოზიცია უკავია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვმართავთ კოვიდინფექციის გავრცელებას და მკურნალობასაც.

არ მივიჩნევთ ხარვეზად იმ ფაქტს, რომ ჩვენი ტესტირება არის მიზნობრივი და მნიშვნელოვან როლს ვანიჭებთ იმას, რომ ეპიდემიოლოგების მხრიდან საუკეთესოდ ხდება ინფიცირების ჯაჭვის ამოცნობა, თუმცა დღევანდელი მსჯელობის შედეგად გადაწყდა, რომ დღიურ რეჟიმში საქართველოში ჩატარდება 1000-ზე მეტი PCR-ტესტი”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.