„დიახ, ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა“ - რევაზ ბოჭორიშვილი უვიზო მიმოსვლაზე

პუბლიკა

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებას ეხმაურება სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„საოპერაციოდან ახალი გამოსული ვიყავი, მობილურმა დარეკა. მეზობელ საოპერაციში, ქირურგებთან იქნებ მოხვიდეთ, ერთი ქართველი პაციენტი გვყავს და სანამ დავაძინებთ, კომუნიკაცია გვიჭირს და იქნებ დაგვეხმაროთო. მიჩვეული ვარ მსგავს თხოვნებს, თანაც იქვე ვიმყოფებოდი და ცხადია მაშინვე მივბრუნდი საოპერაციო ბლოკში. მამაკაცი, მძიმე ონკოლოგიური დიაგნოზით, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია სჭირდებოდა, სულ რამოდენიმე დღის წინ, პირდაპირ რკინიგზის სადგურიდან მოსულა ჩვენს კლინიკაში… უკვე ბანალური (სამწუხაროდ) ისტორიაა…

მე პირადად ვიცნობ ათეულობით პაციენტს, ვინც ვიზალიბერალიზაციისა და ევროპული სოლიდარობს წყალობით ისარგებლა ამ უფლებებით (ესაა ადამიანის უფლებები მოქმედებაში) და გამოჯანმრთელდა, თუმცა სამწუხაროდ ყველა არა. სხვადასხვა წყაროებით, ყოველ წელს 7 დან 10 ათასამდე (ან მეტიც) პაციენტი ჩამოდის სამკურნალოდ ევროპაში, რაც 3 მილიონიანი საქართველოსთვის ძალიან ბევრია….

ამჯერად უშუალოდ სამედიცინო ასპექტებს, რატომ და რის გამო გამორბიან პაციენტები მასიურად საქართველოდან, არ შევეხები.. და ვთვლი რომ, ძალიან კარგია, როდესაც დაბალი განვითარების ქვეყნის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა სწორი მკურნალობა ჩაიტაროს განვითარებულ ქვეყანაში. ესაა ჩემთვის გლობალიზაციის ერთ ერთი ყველაზე პოზიტიური შედეგი.

ხოდა, დიახ, ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა, ხოლო ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, სხვა ბევრ დადებით ასპექტს რომ თავი დავანებოთ, უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება და ამაზე პასუხისმგებელი 100% ით რუსული ოცნება და ყველაზე მეტად მისი მხარდამჭერი იქნება. ზუსტად ვიცი, იმ პაციენტებს , ვინც აქ ვნახე, საქართველოში გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდათ (და აქ ექიმების ბრალი მინიმალურია). ასე რომ, რუსული ოცნების მიერ მოკლულთა სიას მოკლული პაციენტების სახელებიც დაემატება მალე. 65 000 000 ის მომპარავ წილოსანს რომ სულ ფეხებზე ჰკიდია ეს , ეგ ვიცი“,- წერს ბოჭორიშვილი.

საქმე ეხება „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის გუშინდელ განცხადებას. 

გუშინ, 17 აპრილს, უვიზო მიმოსავლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. პაპუაშვილი ამბობს, რომ ,- „უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით არანაირი ნეგატიური გადაწყვეტილების მოლოდინი არ მაქვს – ღვთიური მანანაა უვიზო მიმოსვლა? ჩვენც უვიზო გვაქვს გერმანელებისთვის და რა?!“

პაპუაშვილის ამ განცხადებას მალევე მოჰყვა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარის სოზარ სუბარის კომენტარი, გავრცელებული თავისივე ოფიციალურ „ფეისბუკ“ გვერდზე, რომელშიც სუბარი ამბობს, რომ „ნამდვილად არ აქვს ისეთი ცუდი წარმოდგენა ქართველ ხალხზე, რომ მისთვის ვიზალიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს“, დღეს უკვე იმავე შინაარსის განცხადება გაავრცელა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა წინო წილოსანმა, რომელშიც წილოსანი წერს, რომ მართალია უვიზო მიმოსვლა კომფორტულია, მაგრამ „თუ კომფორტი წინააღმდეგობაში მოდის პატრიოტიზმთან, ქართველი ხალხი ყოველთვის რჩებოდა და დარჩება თავისი ქვეყნის პატრიოტად.“