დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკო-ს გუშინდელმა გადაწყვეტილებამ - ბაქრაძე

პუბლიკა

„ისედაც რთული დიალოგის პროცესი უფრო გართულდა“, – ამის შესახებ ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„დაველოდებით რას წარმოადგენს „ქართული ოცნება“, მაგრამ დიალოგის პროცესი ძალიან გაართულა ცესკო-ს მიერ გუშინ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ვადების დაჩქარებით იქნა მიღებული, ოპოზიციისთვის სასამართლოს უფლების წართმევით და კანონის პირდაპირი დარღვევით. ეს არის რეალური პასუხი ხელისუფლების მხირდან, აქ მიმდინარე დიალოგზე, სიტუაციის დეესკალციის მცდელობაზე, ისედაც რთული დიალოგის პროცესი უფრო გართულდა, დანარჩენს დაველოდოთ და შევხედოთ. შევდივართ იმ განწყობით, რომ გამოსავალი მოვძებნოთ და ქვეყანა კრიზისიდან გამოვიყვანოთ“,-განაცხადა ბაქრაძემ.

აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში ოპოზიციის ლიდერებისა და უმრავლესობის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს, შეხვედრას ფასილიტატორებთან ერთად ბარიერგადალახული პარტიების ლიდერები ესწრებიან, ხელისუფლაებას კი წინა წინა შეხვედრის მსგავსად პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე წარმოადგენს.