დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 4 419-ით გაიზარდა - worldometers

პუბლიკა

დიდ ბრიტანეთში Covid 19-ით  გარდაცვლილთა რიცხვი 4 419 ადამიანით გაიზარდა. ასევე, ბოლო მონაცემებით, ვირუსით ინფიცირების 4 076 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია worldometers.info-ზე განახლდა.

BBC-ის ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მონაცემთა ბაზაში მზრუნველობის სახლებში გარდაცვლილთა რაოდენობა აისახა.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 31 იანვარს დადასტურდა. worldometers-ის მონაცემებით, ბრიტანეთში ჯამში ინფიცირების 165 221 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსით გარდაცვლილია 26 097 ადამიანი.