დიდ დიღომში გუშინ საღამოდან 12 წლის გოგოს ეძებდნენ. გამთენიისას ის გარდაცვლილი იპოვეს. ადგილზე ამ დრომდე მუშაობს პოლიცია. ბავშვის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
უცნობია ბავშვის დაღუპვის გარემოებები. გავრცელებული ინფორმაციით, მას აღენიშნება დაზიანებები. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.