დიდ დიღომში 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს - საგანგებო

პუბლიკა

თბილისში, დიდ დიღომში ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე ქუჩა, შენობა და მანქანა დაიტბორა.

როგორც „პუბლიკას“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ადგილზე 20-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფია და მიმდინარეობს ნალექით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა. ამჟამინდელ მდგომარეობაზე უწყებაში დამატებით კომენტარს ამ ეტაპზე ვერ აკეთებენ.

ინტერნეტში ვრცელდება კადრები, რომ დაიტბორა ვეფხისტყაოსნის ქუჩაზე მდებარე „ბერი ანდრიას ფონდის“ შენობის ნაწილი, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

„შემოვიდა წყალი და პრაქტიკულად სრულად დაფარა სამზარეულო, მწყობროდან გამოიყვანა ორი მაცივარი და სხვა ტექნიკა, ასევე სრულიად გაანადგურა სააღდგომოდ და ორი ბავშვის დაბადების დღისთვის მომზადებული საკვები და სრულიად მთელი მარაგი, რაც ფონდს ჰქონდა… პანდემიის პირობებში ამ პრობლემის გარეშეც ძალიან ცუდი მდგომარეობა გვქონდა და დღევანდელმა დღემ კიდევ უფრო გაამწვავა ეს მდგომარეობა“, – აღნიშნულია ფონდის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მეგობრებო როგორც ხედავთ დღევანდელმა წვიმამ ძალიან ცუდად იმოქმედა ჩვენს ფონდზე …

შემოვიდა წყალი და პრაქტიკულად სრულად…

Posted by ბერი ანდრიას ფონდი on Friday, April 30, 2021