დიდ ეკლესიებში დაცული უნდა იყოს 2-მეტრიანი დისტანცია - ჩიქოვანი მოლაპარაკების შედეგებზე

პუბლიკა

ჩვენ მივიღეთ ერთობლივი გადწყვეტილება, რომ არ დაირღვას კანონი, არ დაიხუროს ეკლესიები და დაცული იყოს სოცილური დისტანცირება, – საპატრიაროსთან მოლაპარაკების შედეგებზე ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.

„ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგად ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა, რომელიც დადგენილია ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ს მიერ. კერძოდ, დიდი ზომის ეკლესიებში დაცული უნდა იყოს მინიმუმ 2-მეტრიანი დისტანცია, ხოლო მცირე ზომის ეკლესიებში იქნებიან მხოლოდ სასულიერო პირები და ეკლესიის მსახურები.

ამასთან ყველა ეკლესიასთან მობილიზებული იქნება პოლიციის ეკიპაჟები, რომლებიც უზრნველყოფენ კომენტანტის საათით გათვალისწინებული ზომების და სოციალიური დისტანციის განუხრელ დაცვას”, – განაცხადა მან.

მისი თქმით, მოქალაქეებმა განუხრელად უნდა დაიცვან კანონის ძალით დადგენილი შეზღუდვები და საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე შეზღუდონ ყოველგვარი გადაადგილება. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები.

„დაბეჯითებით მოვუწოდებთ მოქალაქეებს, რომ ქვეყანაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და დაწესებული კომენდანტის საათის დროს საღამოს 9 საათიდან დილის 6 საათამდე იზღუდება ყოველგვარი გადაადგილება. ამ ნორმს დარღვევა კი ითვალისწინებს 3000 ლარის ჯარიმას, განმეორების შემთხვევაში კი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას”, – განაცხადა ჩიქოვანმა.

მისი თქმით, გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში 17 აპრილიდან 10 დღის ვადით ქალაქებში წესდება შეზღუდვები სასაფლაოებზე.

„მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ საქართველოს ხელისუფლების მოწოდებაა, დარჩით სახლში და არ დაარღვიოთ კანონი”, – განაცხადა ჩიქოვანმა.